ურბანული მეცნიერების გამოყენება თბილისის დაგეგმარებისათვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.
არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები.
სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალი #7 ISSN 2233-3266 2017
ურბანული მეცნიერების გამოყენება თბილისის დაგეგმარებისათვის.
არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები.
სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალი #7 ISSN 2233-3266 2017
ურბანული მეცნიერების გამოყენება თბილისის დაგეგმარებისათვის.
გიორგი (გოგა )
ბერიძე არქიტექტორი
ტექსტი გაგზავნილია რედაქციაში 26.06.2017.
ურბანული პარადიგმა - თბილისი ცოცხალი ქალაქია. თბილისის გენეტიკური კოდი. გენეტიკური კოდი - ჩანაწერის მეთოდია, და არა ჩანაწერის
შინაარსი.
თბილისის ხერხემალი,
დაბალი ხიდები საავტომობილო მოძრაობის რეგულირებისათვის თბილისში. ქალაქი და მდინარე
- წყალთან მისვლა, როგორც
თბილისის ურბანული პრობლემა.
ხალხი კი არ უნდა ემსახურებოდეს ქალაქს, ქალაქი უნდა
ემსახურებოდეს ხალხს. ეს საკითხი ჩვენს მიერ
ისე დაისვა, თითქოს საქმე ეხება ერთმანეთთან
დაპირისპირებულ ორ ცოცხალ არსებას - ცოცხალ ხალხს და ცოცხალ ქალაქს!
ეს დაპირისპირება
დიალექტიკურია, რადგან ბუნებრივად წარმოქმნილი ისტირიული ქალაქი, თბილისი კი ამგვარ ქალაქებს მიეკუთვნება,
სინამდვილეში - ცოცხალია, არა როგორც მეტაფორა,
არამედ რეალურადაც. თუ მოქალაქეებს სურთ ცოცხალ ქალაქთან ურთიერთობა, მიუხედავად
იმისა ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან თუ ჩამოსულები, მათ უნდა გაითვალისწინონ და უზრუნველყონ ცოცხალი
ქალაქის ორგანიზმის ნორმალური სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობები. ბუნებრივი ქალაქის
ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო გარემოებები და მოთხოვნები განსხვავებულია, რადგან მათი ორგანიზმებია განსხვავებული. ეს განსხვავებები გამოწვეულია ამ
ქალაქების წარმოშობის, განვითარების და ზრდის მიზეზებითა და გარემოებებით, როგორცაა, მაგალითად, ქალაქის წარმოშობის ადგილი
და დრო, ბუნებრივი პირობები - ჰავა, რელიეფი, ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციები,
ცხოვრების კულტურული და ეკონომიკური დონე და სხვა.
ცოცხალი ქალაქების ორგანიზმების განსხვავებულობის გამო ისინი შესწავლილი
უნდა იქნან ცალცალკე, რათა გამოვლინდეს ყოველი მათგანის ფორმათა კონკრეტული თავისებურებები
და განსხვავებები.ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ფორმაშია ასახული ქალაქის ურბანული გენეტიკა. ქალაქის გენეტიკაა პასუხისმგებელი თუ რატომ ვითარდებოდა
კონკრეტული ქალაქი ამა თუ იმ ფორმით, რადგანაც
ცოცხალი ქალაქის ფორმა ყოველთვის მისი გენეტიკის შესაბამისად ვითარდება.
ამჟამინდელი, გაზრდილი ურბანული დატვირთვები თბილისის ფორმაზე უარყოფითად აისახება. გამოჩნდა
შეუსაბამობა ქალაქის ფუნქციასა და არსებულ ფორმას შორის. მოცემული ფორმა ვერ აკმაყოფილებს
გაზრდილ მოთხოვნებს. ქალაქი ითხოვს მეტს, ვიდრე იტევს არსებული ურბანული ფორმა. სახეზეა
ქალაქური განაშენიანების ფორმის არასრულფასოვნების პრობლემა, კრიზისი, როცა
ფორმა ვერ აკმაყოფილებს ინტენსიფიკაციის გამო გაზრდილ
ურბანულ მოთხოვნებს.
ქალაქის ინტენსიფიკაციის
ხელოვნურად, აკრძალვებით შეჩერება შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია ქალაქის ურბანული
ფორმის განვითარება ინტენსივობის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით. ამოცანაც ეს არის - ისტორიულად ჩამოყალიბებული ბუნებრივი ურბანული ფორმის განვითარება
ახალი ინტენსივობის დასაკმაყოფილებლად.
განაშენიანების
ფორმის თვალსაზრისით ქალაქს ამჟამად ნათლად აწყობილი ფორმა არ აქვს. შეიძლება ითქვას, ქალაქმა ფორმა
დაკარგა, რადგან ისტორიულად ჩამოყალიბებულ თბილისს ჰქონდა ნათლად გამოკვეთილი ფორმა,
დღეს კი არ აქვს. ქალაქურ ფორმებს შორის იყო ელემენტები, რომლებიც ფორმას ბუნებრივად აყალიბებდნენ. ქალაქის ფორმას გააჩნდა ქალაქური
განაშენიანების მკაფიოდ გამოკვეთილი მთავარი და მეორეხარისხოვანი შემადგენელი ნაწილები, ფუნქციურად წამყვანი ფორმები და შემავსებელი განაშენიანება, განსხვავებული დანიშნულების მქონე ქალაქური უბნების
შესაბამისი გეგმარებითი სტრუქტურით.
თბილისის ისტორიულ
განაშენიანებას გააჩნდა ბუნებრივად ჩამოყალიბებული
გეგმარებითი ხერხემალი, დღეს ქალაქი უხერხემლოდ არის დარჩენილი. თბილისის განაშენიანებას
გეგმარებითი ხერხემალი და ჩონჩხი არ გააჩნია, არც სტრუქტურულად არც ვიზუალურად, არც სივრით-არქიტექტურული თვალსაზრისით. ქალაქის განაშნიანება
ამორფულ,
უსახო მასად გადაიქცა. ხერხემლიანთა ჯგუფიდან Vertebrata - დან თბილისი გადავიდა, ანუ დაქვეითდა, უხერხემლოთა Invertebrata -ს ჯგუფში. ხერხემლიანებს აქვთ ჩონჩხი,
უხერხემლოებს ჩონჩხი არ აქვთ.
თბილისს უნდა აღვუდგინოთ ძველი ურბანული ფორმის მთავარი და აუცილებელი შემადგენელი ნაწილი - ხერხემალი. უხერხემლო
განაშენიანებას უნდა შევუქმნათ ძლიერი, თანამედროვე დატვირთვების ამტანუნარიანი გეგმარებითი ხერხემალი და შესაბამისი ჩონჩხი.
ბუნებრივია, ამ
ამოცანის გადასაწყვეტად აუცილებელია შესაბამისი მეცნიერების გამოყენება. ქალაქების დაგეგმარებისას
უნდა ვიხელმძღვანელოთ ურბანული მეცნიერებით.
თბილისის ურბანიზმის ამჟამინდელი კრიზისის პირობებში, შეიძლება
ითქვას, რომ საქართველოში,
თანამედროვე ურბანული მეცნიერება არ გვაქვს. თუ გვსურს, რომ გვქონდეს ურბანული
მეცნიერება, აუცილებელია მოვიფიქროთ თანამედროვე ქართული ურბანული მეცნიერების
საფუძველი მაინც, რადგან სრულფასოვანი მეცნიერების შექმნას წლები ჭირდება, საფუძველის
ჩამოყალიბებას კი შედარებით მცირე დრო. ურბანული
მეცნიერების საფუძველი უნდა იყოს ისეთი, რომ გამოდგეს
დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთში. იგი გამოყენებულ უნდა იქნას, როგორც
მუდმივად მიმდინარე კონკრეტული და გადაუდებელი
სამშენებლო - სარეკონსტრუქციო პრაქტიკული საქმიანობის პირობებში, ასევე რთული და მნიშვნელოვანი ურბანული პრობლემების
გადაწყვეტისას, თბილისის და მისი აგლომერაციის
სრულფასოვანი პერსპექტიული დაგეგმარების
დროს.
მეცნიერების საფუძველს უნდა ქონდეს დებულებების მკაცრ სისტემაში მოყვანილი, სინამდვილის მნიშვნელოვანი
მახასიათებლების მქონე სამეცნიერო
თეორია. თეორიისათვის კი აუცილებელია საწყისი იდეა, რომელიც იქნება საფუძველი და ქალაქთმშენებლობითი კონცეფციის
საწყისი პოზიცია. პრობლემების დასმისას თუ განსაზღვრისას, მათი ახსნისას და გადაწყვეტისას, აუცილებელია გამოყენებულ იქნას მეცნიერებიდან
აღებული ზუსტი მაგალითები, დებულებები და ნიმუშები,
როგორც ურბანული თეორიის მტკიცებულებანი.
თუ ქალაქის ახალი
დაგეგმარება და არსებულის რეკონსტრუქცია დაექვემდებარება
თბილისისათვის მეცნიერულად დასაბუთებულ და ურბანული პრაქტიკისათვის მიღებულ ძირითად
იდეებს და გამოყენებული იქნება ქალაქის ადგილობრივი დაგეგმარების საკითხებისადმი,
ეს უდაოდ გაადვილებს ურბანული პრობლემების
გადაწყვეტას მთელი ქალაქის მასშტაბით.
ურბანული იდეა,
რომელიც შეიძლება თბილისის ურბანულ პარადიგმად მივიჩნიოთ, უნდა იდოს ურბანული კონცეფციის საფუძველში. ეს არის პრობლემის დასმის, განსაზღვრის და გადაწყვეტის საწყისი
პოზიცია, საწყისი დებულება, საწყისი
მოდელი. ამავე დროს, ასეთი საწყისი, უნდა იყოს შედარების და მტკიცებულების მაგალითი
ისტორიიდან და პრაქტიკიდან. ეს იქნება თბილისის ქალაქთმშენებლობის
სამეცნიერო თეორიის პარადიგმა, რომლის შესაბამისად
ჩამოყალიბდება კვლევითი პრაქტიკა ქალაქთმშენებლობის და მისი შემადგენელი დისციპლინების
სფეროში, თანაც არა მუდმივად, არამედ მხოლოდ ისტორიულად განსაზღვრულ კონკრეტულ პერიოდში, როგორიც ამჟამად გვაქვს. პარადიგმის საწყის კონცეპტუალურ სქემად, პრობლემების დასმის და მათი გადაწყვეტის
მოდელად, ჩვენ ვიყენებთ ცოცხალი ორგანიზმების სისტემებს, როგორც ცოცხალი, ისტორიული ქალაქის ურბანული სტრუქტურის კვლევის საფუძველს.
ჩვენ ვთავაზობთ ქალაქთმშენებლობის მეთოდოლოგიაში, გარკვეული პერიოდით, შემოვიტანოთ სამეცნიერო ერთობაში უკვე მიღებული,
ჩამოყალიბებული სამეცნიერო ტრადიციების, მეთოდების,
ტექნიკური ჩვევების და საშუალებების მქონე
მეცნიერებანი ცოცხალი ბიოლოგიური ორგანიზმების შესახებ. თუ თბილისი
ცოცხალი ქალაქია - გამოვიყენოთ ასეთი პარადიგმა.
ზოგადად, ჩვენი პარადიგმა
არის კონკრეტულ პრობლემათა შერჩევის მოდელი, ნიმუში, თბილისის
ურბანული კვლევის ამოცანათა შესასრულებლად.
პარადიგმამ უნდა
უზრუნველყოს თბილისის ურბანული მეცნიერების მემკვიდრეობითობა და სამეცნიერო
შემოქმედების განვითარება.
ქალაქ თბილისის გენეტიკური კოდის დადგენა და კოდირების
მექანიზმის განსაზღვრა ჩვენი პარადიგმის დედა
აზრია.
შთამომავლობითი ინფორმაციის ჩაწერის
სისტემა, ჩაწერის თანმიმდევრობა, არის დაშიფრვის მთავარი მეთოდი, ანუ გენეტიკური კოდირების
მეთოდი. კოდი უნივერსალურია, გენეტიკური კოდი არის სისტემა,
რომელიც შიფრავს გენების თანმიმდევრობას მის
შინაარსში. ალბათ, თანდათან, შესაძლებელი იქნება ურბანული მეცნიერების განვითარების
პირობებში უფრო ღრმად იქნას შესწავლილი და გამოყენებული ცოცხალი ქალაქის ურბანული გენეტიკის პრობლემატიკა თბილისის ბუნებრივად განვითარებისათვის.
ქალაქური განაშენიანების ფორმის განხილვა
არის უმარტივესი გზა დასახლების გენეტიკური
კოდის გარკვევა-აღმოჩენისათვის.
სხვადსხვა ქალაქების გენეტიკური კოდების
შინაარსი იქნება განსხვავებული, თუმცა ჩანაწერის მეთოდი, ანუ ლოკალური გეგმარება, შეიძლება
იყოს უცვლელი. ამით არის გამოწვეული ქალაქების ურბანულ ფორმათა ერთგვაროვნებაც, განსხვავებულობაც და მრავალფეროვნებაც.
გენეტიკური ჩანაწერის ზომის ზრდასთან ერთად
იზრდება ცოცხალი ორგანიზმის სირთულე და ზომა, ქალაქის შემთხვევაში ეს იქნება ურბანიზაციით მოცული სივრცის ზომა - ქალაქის ზომა,
განაშენიანების ფართობი.
გენეტიკური კოდი უნივერსალურია. იგი
ერთნაირად მუშაობს განსხვავებული სირთულის ორგანიზმებში, ახასიათებს ყველა
ცოცხალ ორგანიზმს. ყველა ორგანიზმის - ცხოველების,
მცენარეების, ბაქტერიების გენები ორგანიზმის
განვითარების დონის მიუხედავად, ერთნაირად ახდენენ ინფორმაციის კოდირებას. გენეტიკის ამ დებულებებს გადატანა ურბანიზმში, ცოცხალი
ურბანული ქსოვილების მქონე გასხვავებული ფორმის დასახლებებში და ქალაქებში, ახსნის
ურბანიზმის ბევრ წარსულ, არსებულ და მომავლის
საკითხს. მაგალითად, რის გამოა შესაძლებელი
ერთ კონკრეტულ დასახლებას ან ქალაქს ჰქონდეს განსხვავებული ფორმის უბნები და ტერიტორიები?
ჰქონდეს ცენტრი და ცენტრები, გარეუბნები, საცხოვრებელი, სამრეწველო
და სხვა დანიშნულების ტერიტორიები. ამგვარი ცვლილებები ურბანული კოდის შინაარსად შეიძლება მივიჩნიოთ. აღსანიშნავია, რომ თუ ქალაქის ფორმა მის გენეტიკურ ზღვარს
გადაცილდა და არადამახასიათებელი ფორმები მიიღო, ეს ძირითადი
გენების მუტაციად უნდა ჩავთვალოთ, რაც ამ ტერიტორიაზე სხვა ურბანული გენის არსებობაზე
მიუთითებს.
ურბანული მუტაციების სიმრავლე ცოცხალი
ქალაქის ძირითადი გენის კლასს შეცვლის, ალბათ
დაადაბლებს, მნიმუმ ქალაქის ტერიტორიების ფორმების
აღრევას გამოიწვევს, ანუ ურბანულ შეუსაბამობას
გაამრავლებს. საგულისხმოა, რომ გენების აღრევა არ არის მისაღები არც ცოცხალი
ორგანიზმებისათვის.
უამრავი ისტორიული
( ბუნებრივი ) ქალაქი მდინარის პირას ან მდინარეთა შესართავთან არის აგებული. ზოგ ქალაქს
მდინარე კვეთს, ზოგსაც გვერდზე ჩაუვლის. არის
ქალაქები, ისტორიულიც და ახალიც, რომელთაც მდინარე სართოდ არ გააჩნიათ.
თბილისს კავკასიის
მთავარი მდინარე მარჯვენა და მარცხენა სანაპირების შესაბამისად კვეთს ორ ნაწილად. მდინარით
გაყოფილი ეს ორი ნაწილი, ქალაქური განაშენიანების
მრავალფეროვნების თვალსაზრისით, არათანაბარი მნიშვნელობისაა.
ამჟამად ქალაქი
მდინარის მიერ ორ ნაწილადაა გაყოფილი. წარსულში ეს ასე არ იყო. მდინარე ქალაქს არ კვეთდა.
მდინარე ქალაქის გვერდზე მიედინებოდა, თუმცა, არსებითად, ის აყალიბებდა ქალაქის გრძივ
ფორმას. ისტორიული ქალაქი მხოლოდ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე აღმოცენდა და ვითარდებოდა
იქ გამავალი დიღმის გზის, ცნობილი ("საერთაშორისო" საქარავნო), გზის გასწვრივ.
განაშინიანება ვითარდებოდა გზის ორივე მხარეს,
შედეგად ქალაქი წაგრძელებულ ფორმას იღებდა.
ბუნებრივია, ქალაქის
ფორმის ჩამოყალიბებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა
ენიჭება რელიეფს, რომელმაც განსაზღვრა მდინარის მეანდრების ფორმა და საერთოდ, განსაზღვრა
ქალაქის ჩასახვა იქ, სადაც მდინარის დინების მრავალკილომეტრიანი კალაპოტის მანძილზე ძალიან უახლოვდება ერთმანეთს
ორი მაღალი, კლდოვანი ნაპირი, სადაც მოხერხებულია მთელი ქართლის "ჩაკეტვა" და კონტროლი აღმოსავლეთიდან.
ამ მიზეზთა გამო თბილისს ჩამოუყალიბდა გრძივი ფორმა.
ქალაქის ეს ფორმა ადგილობრივია, რადგან ამ გეოგრაფიულ ვითარებაში
სხვა ფორმა ბუნებრივად ვერ ჩამოყალიბდებოდა.
აქედან გამომდინარე, ეს ფორმა ის არის რაც ამ კონკრეტული ქალაქის თვისებაა, მის ხასიათშია,
რასაც უკვე შეიძლება ამ ქალაქის გენეტიკა ვუწოდოთ, ანუ გენეტიკური ჩანაწერი
თბილისს მდინარე
მტკვარი ორ ნაწილად ყოფს. მდინარის სანაპიროები
ქალაქის მთლიანი ურბანული ტერიტორიის ერთდროულად გამყოფიც და დამაკავშირებელიც არის. გაყოფა ხდება მდინარის გამო,
ხოლო დაკავშირება, ხიდების საშუალებით.
ამჟამად, თბილისის ტერიტორიაზე, ავჭალიდან ორთაჭალამდე,
12 ხიდია. აქედან მხოლოდ 2 ხიდი აკავშირებს
უშუალოდ სანაპიროებს მათი სავალი ნაწილის დონეზე. დანარჩენი 10 ხიდი სანაპიროებზე ბევრად მაღალ ნიშნულებზე გადის, რითაც
აკავშირებს მდინარის ორ მაღალ ნაპირს, და არა სანაპიროებს. ლოგიკურია, რომ ხიდები მაღალია, ისინი მაღალ ნაპირებს
აკავშირებენ სადაც ქალაქური განაშენიანება არის კონცენტრირებული და არა სანაპიროებს,
სადაც განაშენიანება ნაკლებად იყო. ზედა ნიშნულებზეა აგებული ქალაქის უმთავრესი ხიდები უფრო ადრე, ვიდრე მათ სიახლოვეს ან მათ ქვეშ, სანაპიროები
აშენდა. სანაპიროების უმეტესი ნაწილი გაცილებით გვიან აიგო, ვიდრე ხიდები.
მდინარის ნაპირზე განაშენიანება მხოლოდ რამდენიმე
მონაკვათზე იყო, ძირითადად თბილისის ისტორიულ ნაწილში, ისიც, არსებითად, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, როცა
ქალაქი მხოლოდ ერთ ნაპირზე ვითარდებოდა „ვორონცოვის“ პირველი ქვის ხიდის აგებამდე.
მეტეხის ორი ხიდი - „ვირის ხიდი“ და მის გვერდით არსებული ასეთივე ხიდი, არსებითად
შენობებს შორის გადებული მაღალი ხიდები იყო. ესენიც, სანაპიროებს არ აკავშირებდნენ,
ისინი მაღალ ნაპირებზე არსებულ განაშენიანებას აკავშირებდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში
თბილისის სანაპიროებს აკავშირებდა 2-3 ადგილას ბაგირზე დაკიდული ნავი - პრიმიტიული
ტიპის ბორანი.
მხოლოდ ორი დაბალი ხიდი აიგო სანაპიროების
აგებისთანავე: ორთაჭალჰესის ხიდი და
ხიდი გულიას ქუჩაზე. დიდი დიღომის და გლდანის დამაკავშირებელმა მაღალმა ხიდმაც „გაუსწრო“ სანაპიროებს, რაც დღეს
არის მიზეზი, დიღომიდან ავჭალამდე,
ჯერ არსებული ბუნებრივი ნაპირების და
კუნძულების ქალაქის სარეკრეაციო ზონებად გამოყენების საინტერესო კონცეპტუალური პროექტების წარმოდგენისათვის.
როგორც ზევით ითქვა,
თბილისის ფარგლებში, ავჭალიდან ორთაჭალამდე, 20-21 კმ-ის მანძილზე 12 ხიდია. ხიდებს
შორის მანძილები საგრძნობლადაა განსხვავებული. 3.6 კმ-დან (რობაქიძის ხიდიდან ვახუშტის
ხიდამდე), და 0.7 კმმ-მდე (საარბრუკენის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე). რობაქიძის
ხიდიდან მეტეხის ხიდამდე სანაპიროები არის ორივე მხარეს, ანუ 10,3 კმ-ის მანძილზე,
7 ხიდია: 1.რობაქიძის; 2.ვახუშტის; 3.თამარ მეფის; 4.გალაქტიონის; 5.საარბრუკენის;
6.ბარათაშვილის; 7.მეტეხის. ამ ხიდებს შორის საშუალო მანძილია 1.7 კმ., რაც საკმაოდ
დიდი დაშორებაა ჩვენი ქალაქის გეგმარებითი სტრუქტურისათვის, რადგან თბილისის საუკეთესო
უბნების ქუჩათა ქსელის „სიხშირე“ გაცილებით დაბალია, ქუჩები, განსკუთრებით განივი მიმართულებით,
ბევრად ახლოა
ერთმანეთთან ვიდრე ხიდები. საგულისხმოა, რომ ხიდები, ყველა ისტორიულად განვითარებულ ქალაქში,
თითქმის ისეთივე სიხშირით არის როგორც ქუჩები.
ეს ბრტყელ რელიეფზე ხელოვნური ქალაქების დაგეგმარების საყოველთაო პრაქტიკაა. ამის მაგალითები საერთაშორისო
ქალაქთმშენებლობაში უამრავია. დღემდე არ არის არანაირი სხვა რეკომენდაცია თუ როგორ უნდა
გაუმჯობესდეს არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში სატრანსპორტო სიტუაცია, თუ არა
ქუჩათა ქსელის და ხიდების რაოდენობის გაზრდა-განვითარებით. შეიძლება ითქვას, რომ განაშებნიანების
ხარისხობრივი ცვლილება შეიძლება მხოლოდ ქსელის რაოდენობრივი ცვლილებით მივიღოთ.
თბილისის ცენტრში არსებულ შვიდ მაღალ ხიდს შორის, პირველ რიგში, უნდა დაემატოს
მინიმუმ ექვსი დაბალი ხიდი, ანუ თითო დაბალი ხიდი ორ მაღალ ხიდს შორის. დროთა განმავლობაში
დაბალი ხიდების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რაც ქალაქის სატრანსპორტო სტრუქტურას თანდათან
გაამდიდრებს. ჩვენი დაკვირვებით ჩანს, რომ დაბალი ხიდების
არქონა, მტკვრის სანაპიროებს აღარიბებს სატრანსპორტო სისტემის მოქნილობის თვალსაზრისით.
სანაპიროების ორი, ტექნიკურად განვითარებული და ჩამოყალიბებული სატრანსპორტო არხი ერთმანეთს უშუალოდ ვერ უკავშირდება რის გამოც მნიშვნელოვნად
კლებულობს მათი როლი საერთო საქალაქო სატრანსპორტო სისტემის უკეთესად ფუნქციონირებაში.
სანაპიროების გამტარობა არ არის ქალაქის სატრანსპორტო სისტემის სასარგებლოდ გამოყენებული.
ხშირ შემთხვევაში სანაპიროების გარკვეული მონაკვეთები, უწყვეტი მოძრაობის და მაღალი
სიჩქარეების გამო ავტობანს უფრო მოგვაგონებენ,
ვიდრე ქალაქის ცენტრში არსებულ ქუჩას, რომელიც
ქალაქს უნდა ემსახურებოდეს. ორივე სანაპიროზე
მდინარის მხარეს, მოძრავი ტრანსპორტი უშუალოდ არ ემსახურება განაშენიანებას,
რადგან იგი მდინარეს მიუყვება და არა ქალაქურ
განაშენიანებას. ამიტომ მიიღო სანაპიროს ამ მხარემ ავტობანის სახე. მით უფრო ეს მოძრაობა
უწყვეტია, მარჯვნივ ჩახვევის გარეშე, მხოლოდ მარცხენა მოსახვევი არის, იშვიათი და ერთმანეთისაგან
დიდ მანძილებზე. სანაპიროებზე მოძრაობის მიმართულებების
შეცვლა კი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს ხაარვეზი, ქალაქის სხვა პრობლემაბთან შედარებით,
ადვილი გამოსასწორებელია. ეს შეიძლება გაკეთდეს ჯერ რამდენიმე დაბალი ხიდის აგებით,
უმთავრეს ადგილებში, მაღალ ხიდებს შორის. შემდეგ, ან პარალელურად, სანაპიროების იმ
მონაკვეთებში, სადაც ეს შესაძლებელია, უნდა მოხდეს ორმხრივიდან ცალმხრივ მოძრაობაზე
გადასვლა. დაბალი ხიდების აგებით და ცალმხრივ მოძრაობაზე გადასვლით, სანაპიროების ეფექტურობა
რამდენჯერმე გაიზრდება. დაბალი ხიდები და ცალმხრივი მოძრაობა
სანაპიროებზე მოძრაობის მიმართულების სწრაფად და მოკლე მანძილზე შეცვლის შესაძლებლობას
იძლევა. ამით კი სანაპიროების დატვირთვა გაიზრდება, მეტ ტრანსპორტს გაატარებს და სანაპიროების
ტრანსპორტი საერთო საქალაქო სატრანსპორტო სისტემისათვის უფრო მოხერხებული მოკლე მარშრუტებით
იმოძრავებს, ზედმეტად არ გადატვირთავს მაღალ ხიდებს, მათ მიმდებარე ქუჩებსა და გზაგამტერებს.
თბილისის ცენტრალური ნაწილის
სატრანსპორტო რეგულირების ჩვენ მიერ შემოთავაზებული კონცეპტუალური სქემა დამყარებულია
თეზისზე რომელიც გულისხმობს, რომ თბილისის
განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული გრძივი ფორმით განვითარება, განსაზღვრავს
ქალაქის ახალ სტრუქტურულ ხერხემალს, რომელიც
მთავარი სივრცითი და სატრანსპორტო არტერია
იქნება ქალაქისათვის. ახალი ხერხემალი განთავსდება მტკვრის ორივე
სანაპიროზე, ცალმხრივი მოძრაობით. სანაპიროების ცალმხრივი მოძრაობა, სადაც შესაძლებელია, ერთმანეთს დაუკავშირდება სანაპირო ქუჩების დონეზე განლაგებული ახალი "დაბალი" ხიდებით, რითაც შეიქმნება ცალმხრივი მოძრაობის უწყვეტი ქსელი რომელიც, ჩვენი აზრით, ნაწილობრივ მაინც გააუმჯობესებს ტრანსპორტის
მოძრაობას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რადგან
განტვირთავს მტკვრის ორივე მხარეს არსებულ განაშენიანებას ზედმეტი სატრანზიტო ნაკადებისაგან.
მდინარე ქალაქის
გვერდზე მიედინებოდა, თუმცა, არსებითად, ის აყალიბებდა ქალაქის გრძივ ფორმას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ისტორიული ქალაქი მხოლოდ მტკვრის
მარჯვენა ნაპირზე აღმოცენდა და ვითარდებოდა იქ
გამავალი ცნობილი საქარავნო გზის გასწვრივ.
განაშინიანება ვითარდებოდა გზის ორივე მხარეს,
შედეგად ქალაქი წაგრძელებულ ფორმას იღებდა. მეორე ნაპირზე ქალაქური განაშენიანება მოგვიანებით
წარმოიშვა. განაშენიანება მდინარესთან ა ხლოს იყო, ქალაქის მოსახლეობა სარგებლობდა
მდინარით. იმდროინდელი ქალაქის და მდინარის ერთობა ლოგიკური იყო. ამიტომ არის რომ თბილისელებს ენატრებათ მტკვართან მისვლა.
წყალთან ახლოს მისვლა ადამიანის ბუნებრივი
სურვილია, წყალთან ურთიერთობა კი აუცილებელია. თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდინარე მტკვარის წყალთან
მიახლოვება ყველას უნდა, მაგრამ არავინ ამბობს კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელდეს
5-6 მეტრი სიმაღლის ბეტონის ჯებირებით შემოფარგლურ წყალთან ურბანულ-არქიტექტურული მისვლა.
ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია არც ერთი კონცეპტუალური
არქიტექტურული ესკიზი, ან მდინარის წყალთან
მიახლოვების კონკრეტული ურბანული იდეა და აგრეთვე
არ ვიცნობთ ამ საკითხთან დაკავშირებულ, სერიოზულად დამუშავებულ რაიმე საპროექტო წინადადებას.
დიდი დიღომი-ავჭალის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის ცნობილი კონცეპტუალური ესკიზ-იდეა, აქ ვერ
განიხილება, რადგან იგი ამჟამინდელი ქალაქის
ცენტრალურ რაიონების გარეთ ხდება, სადაც მტკვარზე
ჯებირები არ არის.
ჩვენი იდეით ქალაქის ცენტრში არსებული დაბალი ხიდი თბილისელების წყალთან მიახლოვებას რეალურს გახდის.
დაბალი ხიდიდან 4-5 მეტრით კიბეებით დაშვება და ადამიანი
წყალს შეეხება. ჩვენი დამუშავებული დაბალი
ხიდების კონცეფტუალური პროექტები წყალთან მისვლის შესაძლებლობას ადვილად ქმნიან.
დაბალი ხიდების კონცეფციის გამოყენება
ბევრ საინტერესო შესაძლებლობას ქმნის თბილისის ურბანული განვითარებისათვის. ამ კონცეფციით ჩვენ მიერ დამუშავებული
რამდენიმე ესკიზური პროექტი უმოკლეს პერიოდში
გამოქვეყნდება. განზრახული გვაქვს ამ იდეების
გავრცელება.
გიორგი (გოგა ) ბერიძე არქიტექტორი
26.06.2017