გოგას შემოქმედებითი ბიოგრაფია

                      გიორგი (გოგა) ბერიძის  ბიოგრაფია

დაიბადა 1946 წლის 8 თებერვალს ქალაქ თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

განათლება

1964-1969 - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.
კვალიფიკაცია - არქიტექტორი
1976-1979 -საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის ასპირანტურა.

შრომითი გამოცდილება

1967-1972 - გზების მშენებლობის სამინისტრო. არქიტექტორი
1972-1977 - თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პედაგოგი,  კომპოზიციის და არქიტექტურული გეგმარების შესავლის კურსი
1979-2005 - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი
2006-დღემდე - საკუთარი შემოქმედებითი არქიტექტურული სახელოსნო

პუბლიკაციები

20  სამეცნირო სტატია გამოქვეყნებული  ქართულ, რუსულ, სომხურ და იტალიურ არქიტექურულ ჟურნალებში
მონოგრაფია: მეცხრამეტე საუკუნის თბილისის ქალაქმშენებლობის ისტორია. მონაწილეობა სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენციებში თბილისში, ერევანში, ვენეციაში, მილანში

მიღებული ჯილდოები და პროექტები

1977 - გაიმარჯვა თბილისში ბავშვთა დასვენების კომპლექს „მზიურის“ პროექტების არქიტექტურულ კონკურსში
1999 -საერთაშორისო კონკურსი თემაზე: „ საზოგადოებრივი მრავალფუნქციური ცენტრი თბილისში მეტრო რუსთაველის მიმდებარედ“. პირველი პრემია
2004 - მეტრო რუსთაველის ცენტრის პროექტის კონკურსის მეორე ეტაპი. პირველი პრემია
2007 - გლდანის სავაჭრო ცენტრის დაგეგმარების პროექტი. რეალიზებულია
1996 - იტალიის გეომეტრიული ცენტრის მონუმენტი ქალაქ რიეტიში. რეალიზებულია  
2004-2005 - თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონკურსი.
2006-2007 -  თბილისის ნარიყალას ფერდობის განაშენიანების კონცეფცია „Tiflis metafisika”, საფუძვლად დაედო „განახლებული ტიფლისის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს
2007 - თბილისი, მრავალფუნქციური ცენტრი „ვაკის სტუდქალაქი“, კონკურსი

1990 - მერაბ კოსტავას საფლავი მთაწმინდის პანთეონში
1993 -ერთბინიანი  საცხოვრებელი სახლი თბილსში, მცხეთის ქუჩაზე
1068-1970 - ავტოპავილიონები საქართველოს გზებზე
1997 - ეკლესია სურამში გვერდისუბნის სასაფლაოზე
2000 - საქართველოს საელჩო ანკარაში
2005 - დოგომისის ტბასთან (სოჭი) კერძო სასტუმრო
2006 - სპორტული დარბაზი 2600 მაყურებელზე ქუთაისში, კონკურსი
2006 -ძველ თბილისში ორპირის ქუჩაზე კერძო სასტუმროს პროექტი
2007 - საპატრიარქოს რეზიდენციაზე ტერასის მიშენება-რეკონსტრუქცია
2007-2009 თბილისი, მირზა-შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტი
2010 - ბათუმი, კახაბერის კომპლექსის განვითარების კონცეფცია
2011 - თბილისში თამბაქოს ქარხნის  რეკონსტრუქციის ესკიზური პროექტი
2011 - ტექნოპარკი სკოლკოვოს უნივერსიტეტისათვის (მოსკოვი), კონკურსი
2011 – Abstract city -ვერტიკალური ქალაქი, კონცეპტუალური პროექტი
2011 -  BATUMI TOWER STORI, საპროექტო წინადადება.
2011 – IT Park Project in Panchkula near Chandigarch (ინდოეთი), ესკიზური პროექტი
2012 - ისტორიული შენობის ფასადის რეკონსტრუქცია აღმაშენებლის ქ.#84
2012 – “eVolo”-ს საერთაშორისო კონკურსისათვის ცათამბჯენის პროექტი
2012 – TBC ბანკის ფასადის რეკონსტრუქცია თბილისში, საერთაშორისო კონკურსი
2013 - მოთხილამურეთა სასტუმრო მთებში, კონკურსი
2013 - საპატრიარქოს სასტუმროს პროექტი სოფელ სნოში. კონკურსი
2013 - ბათუმთან ჭოროხის დელტის განვითარების კონცეფცია
2017 - ელიას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსის ესკიზური პროექტი
2017 -  სახლი-ხიდი,  კონცეპტუალური პროექტი თბილისისათვის.
2018 -  თბილისში მდინარე მტკვრის სანაპიროების სატრანსპორტო მოწესრიგება.


გამოფენებში მონაწილეობა

 ჟურნალ  "სტილის"  ყოველწლიურ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსებში
დაჯილდოვება:
2009 წ. "არქიტექტურული პრემია 2009" მირზა შაფის პროექტი.
2010 წ. "არქიტექტურული პრემია 2010" ბათუმი, კახაბერის კომპლექსის კონცეფცია.
ვენეციის არქიტექტურულ ბიენალეში მონაწილეობა;
2000 - ვენეციის მე& საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალე, თბილისის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის პროექტი
2004 - ვენეციის მე-9 საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალე, თბილისი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი
2006 - ვენეზიის მე-10 საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალე, სპორტის სასახლის პროექტი
2008 - ვენეციის მე-11 საერთაშორისო არქიტექტურული ბიენალე, თბილისი ისტორიული უბნის რეკონსტრუქციის პროექტი

ნაყოფიერი სამეცნიერო და პრაქტიკული არქიტექტურული მოღვაწეობისათვის, პროექტირებისა და რეალიზაციებისათვის საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და თურქეთში დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.

ამჟამად მუშაობს თბილისის განვითარების კონცეფციაზე


Popular Posts